ტიტული გვარდიოლამაც დაიცვა

ესპანელი კვლავ საუკეთესოდ აღიარეს

მანჩესტერ სიტის თავკაცი პეპ გვარდიოლა პრემიერლიგის დასრულებული სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

48 წლის სპეციალისტმა ამ გამოკითხვაში იურგენ კლოპს (ლივერპული), ნუნუ ესპირიტო სანტუშს (ვულვზი) და მაურისიო პოჩეტინოს (ტოტენჰემი) აჯობა.

 



გვარდიოლამ იგივე ჯილდო შარშანაც მიიღო - ესპანელის მსგავსად ტიტული ქალაქელებმაც დაიცვეს.

წინა სეზონში, გვარდიოლას გუნდმა სარეკორდო - 100 ქულა დააგროვა და ყველაზე მეტი - 106 გოლი გაიტანა, წელს კი შედეგის გაუმჯობესებამდე 3 ქულა დააკლდა.

ამ სეზონში, სიტიმ ლიგის თასის ტიტულიც დაიცვა და ასოციაციის თასზე გამარჯვებით ინგლისური ტრიპლეტის მოგებაც შეუძლია.





მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.