სიმეონემ გრიზმანის შემცვლელს მიაგნო

მადრიდელები მზად არიან მიზნის მისაღწევად 100 მილიონი ევრო გადაიხადონ

არაერთხელ დაიწერა, რომ ანტუან გრიზმანი ატლეტიკოს დატოვებს. ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა. აქედან გამომდინარე ესპანელებმა ფორვარდის ძიება დაიწყეს.

 

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, როხიბლანკოს მესვეურები ზაფხულში იუვენტუსიდან პაულო დიბალას გადაბირებას შეეცდებიან. გეტყვით იმასაც, რომ ტრანსფერის ინიციატორი დიეგო სიმეონეა. აღნიშნული წყაროდან შევიტყვეთ, რომ ჩოლოს თანამემამულის თამაში და სურს პაულო რაც შეიძლება მალე გადაიბიროს.

 

თავის მხრივ იუვეს ფორვარდსაც სურს გუნდის დატოვება, რადგან ბიანკონერიში თავს ძველებურად კარგად ვერ გრძნობს. ცნობისთვის, იტალიური გრანდი მასში 100 მილიონ ევროს ითხოვს და ატლეტიკოც მზადაა მის სანაცვლოდ სწორედ ეს თანხა გადაიხადოს.

 

შეგახსენებთ, რომ დიბალათი ატლეტიკოს გარდა ბაიერნი ლივერპული და მანჩესტერიც, არიან დაინტერესებულები.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.