ბაიერნმა ალიანც არენა ჩაიცვა

ადიდასმა ჩემპიონებს ახალი ფორმა დააუმზადა

 

მიუნხენის ბაიერნმა 2019-2020 წლების სეზონისთვის ახალი საშინაო მაისურა წარადგინა. რეკორდმაისტერების ფორმა ტრადიციულ - წითელი ფერისაა. 

 

ადიდასის დიზაინერებმა მაისურებზე რომბის ფიგურები დაატანეს, რომელებიც ალიანც არენას ფასადის შესატყვისად არის გადაწყვეტილი. თვალისმომჭრელია მეკარის მაისურა, რომლის მწვანე ფერზეც ასევე ალიანც არენას ფორმები და სხვადასხვა გამოსახულებაა დატანილი.

 

 

ახალი მაისურების გაყიდვა ბაიერნის ფან-შოპებში 18 მაისიდან, აინტრახტთან საჩემპიონო მატჩის წინ დაიწება. ბუნდესლიგის ჩემპიონობამდე ხომ მიუნხენელებს სულ ერთი ქულა აშორებთ.

 

 

საინტერესოა იცის, რომ მიუნხენის ბაიერნმა არიენ რობენისთვის და ფრანკ რიბერისთვის ახალი მაისურების სასაჩუქრე ვარიანტებიც დაამზადა - ეს ფეხბურთელები კლუბს სწორედ აინტრახტთან მატჩის მერე დაემშვიდობებიან. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.