მოურინიო: დრო ყველაფერზე გიპასუხებთ

"მათი გახსენება აღარ მინდა"

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბში არსებულ მდგომარეობაზე საუბარს თავი აარიდა და კომენტარი არც წითელი ეშმაკების მიერ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან პსჟ-ს დამარცხებაზე გააკეთა.


"არ მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ დაამარცხა მანჩესტერმა პარი სენ-ჟერმენი. ვიცი რა მოხდა პარიზში, მაგრამ ჩემი აზრის გამოთქმა არ მსურს.

მანჩესტერის გახსენება აღარ მინდა. არ ვთვლი საჭიროდ, რომ მათზე უნდა ვისაუბრო, რადგან დრო ყველაფერზე თავად გიპასუხებთ და ყოველივეს თავის ადგილზე დაალაგებს",-თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

"განსაკუთრებულმა" მანჩესტერულ კლუბთან ერთად, ინგლისის ასოციაციის თასი, სუპერთასი და ევროპის ლიგა მოიგო, ასევე გუნდი პრემიერლიგაში მეორე ადგილზე გაიყვანა. რეალის, პორტუს, ინტერის და ჩელსის ყოფილი დამრიგებელი იუნაიტედიდან დეკემბერში, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაუშვეს. ჟოზეს შემდეგ, გუნდი ყოფილმა ფეხბურთელმა ოლე გუნარ სულშერმა ჩაიბარა. ნორვეგიელის ხელში, მანკუნიანელებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გააღწიეს და პრემიერლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავეს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.