არსებობს თუ არა დრეიკის წყევლა?

ის ოკეანისგაღმა საკმაოდ აქტუალურია

კანადელი რეპერის, დრეიკის წყევლის შესახებ სპორტის მოყვარულებს ყველაფერი მშვენივრად მოეხსენებათ. 32 წლის მომღერალმა ბოლოს „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“ იმსხვერპლა.

 

დრეიკი „ტორონტო რეპტორსის“ გულშემატკივარია, რომელსაც „ფილას“ ბარიერის გადასალახად რიგით მეშვიდე შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ესაჭიროებოდა. რეპერმა საყვარელი გუნდის დასახმარებლად უცნაური გზა აირჩია - "ფილადელფიას" შორტი ჩაიცვა! მისმა ხრიკმა გაამართლა და კავაი ლეონარდის საოცარი Game Winner-ის წყალობით "რეპტორსი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა.

 

დრეიკის წყევლა ამერიკაში საკმაოდ აქტუალურია და როგორც ჩანს გარისკვას არც ენტონი ჯოშუა აპირებს. ESPN-ის ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას „ეიჯეის“ ჰკითხეს დართავდა თუ არა კანადელ რეპერს ბრძოლის წინ გასახდელში შესვლის ნებას, რაზეც ბრიტანელმა ხუმრობით განაცხადა:

 

„ვიცი, რომ უარით უნდა გავისტუმრო. დრეიკის წყევლის შესახებ გსმენიათ? პირადად მე ვთვლი, რომ დრეიკის წყევლა ნადვილად არსებობს!

 

უცნაურია მაგრამ ჯარელ მილერთან გასამართ ორთაბრძოლამდე დრეიკთან ფოტო გადავიღე და შემდეგ რაც მოხდა თქვენც მშვენივრად მოგეხსენებათ. მილერს აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს და ბრძოლა გაუქმდა! ასე რომ რისკზე წასვლას აღარ ვაპირებ".




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.