სარის შარი

აბრამოვიჩმა იტალიელი აითვალწუნა

დიდია შანსი იმისა, რომ ლონდონის ჩელსიმ სეზონის დასრულების შემდეგ, მაურისიო სარი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვოს.

La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით, Football Italia წერს, რომ არისტოკრატების მფლობელი რომან აბრამოვიჩი იტალიელი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოა და მისი გაშვება სურს.

რუსი ბიზნესმენის ეს სურვილი კლუბის გულშემატკივრების დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლის ყოფილმა დამრიგებელმა კლუბი ჩემპიონთა ლიგაში დააბრუნა, ლიგის თასის და ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანა, ჩელსის ფანებს სარის სათამაშო სტილი და გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგები არ აღაფრთოვანებთ.

ამ ინფორმაციას ინგლისშიც ადასტურებენ და წერენ რომ სარისთვის ევროპის ლიგის ფინალი ჩელსის დამრიგებლის რანგში შესაძლოა ბოლო მატჩი იყოს.

60 წლის მწვრთნელს ხშირად რომას, მილანსა და ინტერს უკავშირებენ.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.