პსჟ თავს იზღვევს

პარიზელებმა საფრთხე იგრძნეს და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ

პსჟ-ს კილიან მბაპეს შენარჩუნება სურს. საფრანგეთის ჩემპიონის ხელმძღვანელობამ ფრანგი ტალანტის წარმომადგენლებთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.

RMC Sport-ის ცნობით, მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებასაც კი მიაღწიეს. ამჟამინდელი ხელშეკრულება მბაპეს 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება.

საფრანგეთის ნაკრების 20 წლის თავდამსხმელი პარი სენ-ჟერმენში მონაკოში ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ გადავიდა, შეიხებმა მის სანაცვლოდ 180 მილიონი ევრო გადაიხადეს და ფეხბურთის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელეს.

მბაპეს მიმართ ინტერესს ხშირად მადრიდის რეალი გამოხატავს, სწორედ ამიტომ, ფრანგებს თავის დაზღვევა სურთ.

მსოფლიოს ჩემპიონ ფეხბურთელს, რომელმაც უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მესიმ და რონალდუმ ამავე ასაკში, კარიერაში უკვე 8 ტიტული აქვს მოგებული. ამ სეზონში, მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატში თავი 30 გოლით გამოიჩინა და "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში, ლიონელ მესის ერთადერთი რეალური კონკურენტი გახლდათ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.