ბებიის „მკვლელი“

ღმერთო ჩემო, ბებო, რა საოცარ პიცას, მაკარონს და პასტას ამზადებდი

19 წლის ჯანლუკა გაეტანოს პროფესიული დებიუტის აღნიშვნა ტრაგედიაში გადაიზარდა და ნეაპოლის ერთ-ერთ ქუჩაში მართლაც უცნაური და სამწუხარო ამბავი დატრიალდა. გაეტანო ნაპოლის აღზრდილია და პარალელურად იტალიის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა, გასულ კვირას კი მან ნეაპოლური კლუბის მაისურით სერია A-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

 

თინეიჯერი ფეხბურთელის ოჯახმა დებიუტის აღსანიშნავად ნეაპოლის ერთ-ერთ ქუჩაში სვლა მოაწყო და ფოიერვერკი გაუშვა, ხმაურმა კი მეზობლები იმდენად შეაწუხა, რომ პოლიცია გამოიძახეს. ამის გაგონებაზე, იქ მყოფ ფეხბურთელის ბებიას, კარმელას, მეზობლებთან შეკამათება მოუვიდა, რის შემდეგაც გულის შეტევა მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

 

ნაპოლის ახალგაზრდა მოთამაშე ბებიის გარდაცვალებას „ინსტაგრამზე“ გამოეხმაურა და ემოციური პოსტი გაავრცელა.

 

 

„მახსოვს, როცა მე და ჩემი ძმები გარეთ ვიყავით, დასაძინებლად არ მიდიოდი, სანამ ჩვენ შინ არ დავბრუნდებოდით და არ დარწმუნდებოდი, რომ ყველა კარგად ვიყავით.

 

ჩემი დებიუტი ნახე, თუმცა მე ვერ შევძელი გამოგმშვიდობებოდი, ახლა კი მინდა, მადლობა გადაგიხადო ყველაფერ იმისთვის, რაც ერთად გაგვიკეთებია - საშობაო საღამოებისთვის, დაბადების დღის წვეულებებისთვის.


 

ყოველ ორშაბათს დედა და მამა შინ არ იყვნენ და შენთან ვრჩებოდი. როცა სიბნელის მეშინოდა, შენ საკუთარ ოთახში გაგყავდი, კომფორტულ სკამზე დამსვამდი, თავად კი არც ისე კომფორტულში ჯდებოდი, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევდი, რადგან შენთვის მთავარი იყო, კარგად ვყოფილიყავი.

 

ღმერთო ჩემო, ბებო, რა საოცარ პიცას, მაკარონს და პასტას ამზადებდი. შენ ყოველთვის ჩემთან იქნები, ჩემს გულში იცოცხლებ“ - წერს ჯანლუკა გაეტანო  ინსტაგრამზე.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.