მიუნხენში ახალმა სახელმა გაიჟღერა

კლუბის ყოფილი ნახევარმცველი შესაძლოა ბაიერნის მწვრთნელი გახდეს

ბოლო პერიოდში, გერმანულ პრესაში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა დაკავებული თანამდებობა დატოვოს.

გერმანიაში უკვე ასახელებენ კოვაჩის სავარაუდო შემცვლელებსაც. ბოლო ცნობებით, ეს შესაძლოა პსვ ეინდჰოვენის თავკაცი მარკ ვან ბომელი იყოს.

ჰოლანდიელი სპეციალისტი 2006-11 წლებში, რეკორდმაისტერის ღირსებას იცავდა და ორჯერ გერმანიის ჩემპიონატისა და ერთხელ თასის მოგება მოახერხა.

ვან ბომელი ჰოლანდიის მოქმედ ჩემპიონში შარშან ზაფხულში დაინიშნა. ამჟამად, მისი გუნდი მეორე პოზიციაზე იმყოფება და ამსტერდამის აიაქსს 3 ქულით ჩამორჩება.

ბაიერნი, რომელიც ბუნდესლიგის ზედიზედ მეშვიდედ მოგებასთან ერთ ნაბიჯშია, კონკურენციას მილანს გაუწევს - როსონერი ვან ბომელს ჯენარო გატუზოს შემცვლელად მოიაზრებს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.