უიღბლო შეცვლა - დინამომ დერბიც წააგო

ეროვნული ლიგა: მე-13 ტური

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თბილისის დინამოს ძირითად შემადგენლობაში მეკარე სტეფან სიკაჩი დაბრუნდა. თუმცა, თბილისელთა სამწვრთნელო შტაბის ეს გადაწყვეტილება უიღბლო აღმოჩნდა.

ეს ეროვნული ლიგის მე-13 ტურში, დინამო არენაზე, ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართულ დერბიში მოხდა.

რუმინელმა მეკარემ 24-ე წუთზე, სრულიად უწყინარ სიტუაციაში, ფეხი ცუდად დადგა და ისეთი ტრავმა მიიღო, მოედნიდან საკაცით გასაყვანი გახდა. სწორედ ტრავმის ეპიზოდში, მასპინძელთა კარის წინ დავით სამურკასოვი აღმოჩნდა, რომელმაც ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

გოლამდეც და მეტოქის დაწინაურების შემდეგაც, დინამოელები ბურთს აკონტროლებდნენ და სახიფათო მომენტების შექმნას ცდილობდნენ. როგორც ეს ხშირად ხდება, განსაკუთრებით აქტიური ახლაც აკაკი შულაია იყო, რომელსაც მხარს ლევან კუტალია უბამდა. მიუხედავად დინამოელთა მცდელობებისა, რეალური ეპიზოდი დიდხანს არ ჩანდა, თანაც დინამოს შეტევის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა აკლდა - ლევან შენგელიამ მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

საგოლე მომენტების სიმწირის გამო, დინამოს შანსი მეტწილად სტანდარტული სიტუაციიდან უნდა გამოეყენებინა - ასეც მოხდა, ნიკა ნინუამ 54-ეზე საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

ფსიქოლოგიური უპირატესობის მიუხედავად, დინამომ წინ გასვლა ვერ მოახერხა. პირიქით, დაწინაურება კვლავ ლოკომოტივმა შეძლო - 78-ზე, რკინიგზელთა კონტრშეტევა ცვლილებაზე შემოსულმა რევაზ ინჯგიამ დაასრულა.

საბოლოო წერტილი მატჩში ლოკომოტივმა დასვა. ძირითადი დროის ბოლო წუთზე, ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა - ელიგის ორი წლის წინანდელმა საუკეთესო ბომბარდირმა სამსვლიანი კომბინაცია დააგვირგვინა.

დინამომ ზედიზედ მეორე მატჩი დათმო და ბოლო ხუთი შეხვედრიდან ერთადეთი მოიგო. ამჟამად, ლურჯ-თეთრებს 20 ქულა აქვთ და მეოთხე ადგილი უკავიათ. რაც შეეხება ლოკომოტივს, ლევან კორღალიძის გუნდმა 12 ქულა მოაგროვა და ცხრილში მერვე საფეხურზეა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.