ხოჭოლავა უკრაინის თასის მფლობელია (ვიდეო)

ქართველმა მცველმა შახტართან ერთად მორიგი ტიტული მოიგო (ვიდეო)

უკრაინის თასის ფინალში დონეცკის შახტარი, რომლის ღირსებასაც დავით ხოჭოლავა იცავს, ინჰულეტსს შეხვდა და 4:0 დაამარცხა. დონეცკელები მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ტაბლოზეც აისახა. რაც შეეხება ხოჭოლავას, მან 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

 

აქვე გეტყვით, რომ ეს ჩვენებურისთვის შახტარში მოპოვებული მეოთხე ტიტულია. წინა სეზონში მან უკრაინელებთან ერთად უკრაინის თასი, სუპერთასი და ჩემპიონატი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ხოჭოლავა კარგ სეზონს ატარებს. აგვისტოდან მოყოლებული მან შახტარის მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.