ინსინიეს საქმე ასარჩევად აქვს

ნაპოლის ლიდერზე დიდი ამბებია

ლორენცო ინსინიემ ზაფხულში შესაძლოა ნაპოლი დატოვოს. ცნობილია, რომ ფეხბურთელით მადრიდის ატლეტიკოა დაინტერესებული. ამის შესახებ BBC-დან შევიტყვეთ.

 

საერთოდაც იტალიელი მოთხოვნადი ფეხბურთელია. როხიბლანკოს გარდა მისი გადაბირება მილანსა და ინტერსაც სურთ. აქვე გეტყვით, რომ ნაპოლის ხელმძღვანელები მასთან კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივებას აპირებენ. ცნობისთვის, 24-ე ნომრის სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევროა.

 

ინსინიემ ამ სეზონში 39 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. რაც შეეხება ატლეტიკოს, ესპანელებს ლორენცოს გარდა პაულო დიბალასა და მაურო იკარდის შეძენაც სურთ.