შეუჩერებელი ბითაძე

ქართველმა ცენტრმა სერბეთში პირადი რეკორდი დაამყარა

გოგა ბითაძე სერბეთში შეუჩერებელია. უკვე მესამე მატჩია, ქართველი ცენტრის მონაგარი 2 ათეულს სცდება, გასულ ტურში კი გოგამ პირადი რეკორდი დაამყარა და ქვეყნის ერთ-ერთ საუეთესო გუნდთან შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი გაიფორმა. სამწუხაროდ, მას მხარი ვერ აუბეს თანაგუნდელემა და ბითაძის “მეგა ბიმაქსი” შინ “პარტიანთან” 81:90 დამარცხდა.

 

ბითაძის სარგებლიანობის ინდექსმა 38-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. გოგა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29:19 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 17 (!)-დან 13 საჯარიმო ჩააგდო. 26 ქულასთან ერთად გოგამ 15 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა, პასივში კი 4 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმა ჰქონდა. 

 

“მეგა ბიმაქსისთვის” ეს გახლდათ პირველი მარცხი სერბეთის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე. 4 მოგებითა და 1 წაგებით ბითაძის გუნდი “ბ” ჯგუფში მხოლოდ დაუმარცხებელ “პარტიზანს” ჩამორჩება, “ა” ჯგუფს კი 6-დან 6 მოგებით “ცრვენა ზვეზდა” ლიდერობს. შემდეგ მატჩს ბითაძის გუნდი 19 მაისს, სტუმრად “ნოვი პაჟართან” გამართავს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.