კირიოსი ზღვარს გადავიდა [ვიდეო]

24 წლის ჩოგბურთელის შეუფერებელი საქციელი

ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირიოსი გასონასწორებულობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. კორტზე მისი ქცევა სამაგალითო არასოდეს ყოფილა. დიდად არც გამონათქვამებით გამოირჩევა და ამის გამო სკანდალშიც ხშირად გახვეულა, თუმცა რომის მასტერსზე მომხდარი ინციდენტი უთუოდ უპრეცენდენტო ფაქტია და ვეჭვობთ ჩოგბურთის მოყვარულთ აქამდე ნანახი ჰქონოდათ.

 

მოკლედ, ნიკ კირიოსმა პირველ ეტაპზე რუსი დანილ მედვედევი დაამარცხა და მასტერსის მეორე წრეში ნორვეგიელ კასპერ რუდს უპირისპირდებოდა, რა დროსაც მან ისეთი რამ ჩაიდინა ალბათ დამწყები ჩოგბურთელების სექციებში მწვრთნელები ბავშვებს უნდა უჩვენებდნენ თუ როგორ არ უნდა მოიქცე კორტზე და საერთოდ როგორი არ უნდა იყოს ჩოგბურთელი.

 

 

სეტებს შორის ანგარიში 1:1 იყო. მესამე პარტიის სტარტზე კირიოსმა ბრეიქი შეასრულა, თუმცა შემდეგ საკუთარი მოწოდება წააგო, რამაც ძალიან გააბრაზა, ხოლო მსაჯმა ის არასპორტული საქციელისთვის დამატებითი გეიმით დააჯარიმა. ამან, 24 წლის კირიოსი საერთოდ გააცოფა. მან ჯერ ჩოგანი გატეხა, შემდეგ სკამი მოისროლა, ბოლოს კი ჩანთა მხარზე მოიგდო და საერთოდ კორტი დატოვა.

 

 

კირიოსის ეს საქციელი რა თქმა უნდა დაუსჯელი არ დარჩა. მას არ დაერიცხება რომში გამომუშავებული სარეიტინგო ქულები და საპრიზო თანხა, ხოლო დამატებით 20 ათას ევროსაც გადაიხდის.

 

 

„მაპატიე რომო. შეიძლება კიდევ შევხდეთ“ - იტყვის მოგვიანებით ნიკ კირიოსი, რომელიც მომხდარს ნანობს და ბოდიშიც მოიხადა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.