რაინდი მარი [ვიდეო]

ბრიტანელი ჩოგბურთელი პრინცმა ჩარლზმა დააჯილდოვა

შოტლანდიელ ჩოგბურთელს ენდი მარის რაინდის წოდება მიანიჭეს. დიდი სლემის ტურნირების სამგზის ჩემპიონს, ბუკინგემის სასახლეში, მედალი  პრინცმა ჩარლზმა გადასცა.

 

მარი დაჯილდოების ცერემონიაზე მეუღლესთან კიმთან და მშობლებთან - ჯუდისთან და უილიამსთან ერთად მივიდა. თავდაპირველად, მას სურდა ბუკინგემში შვილებიც მიეყვანა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, რადგან ჩათვალა, რომ ჯერ საამისოდ პატარები არიან.

 

 

„როდესაც სახლში დავბრუნდები, მათ მედალს აუცილებლად ვაჩვენებ და ჩავეხუტები“ - ციტირებს ბრიტანელ ჩოგბურთელს BBC.

 

შეგახსენებთ, ენდი მარი სერის წოდებითაც იწონებს თავს, რომელიც მას  2013 წელს მიენიჭა.