ელიგა2 – ვინ უკლებს, ვინ უმატებს

საქართველოს ეროვნულ ლიგა 2–ში მე–11 ტური გაიმართა. 

მთავარმატჩი თელავში იყო, სადაც დენის ხომუტოვის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის შევარდენთან 0:0 ითამაშა. ბოლო 15–20 წუთი თელაველებისა იყო, ხარიხასაც მოარტყეს ბურთი, მაგრამ იქამდე არანაკლები მომენტები ჰქონდათ სტუმრებსაც. საბოლოოდ, ფრე მაინც ლოგიკური შედეგი იყო.

 

თელავი და შევარდენი, შესაბამისად, მეორე–მესამეზე არიან. სხვაობა ორი ქულაა. ორივენი იბრძოლებენ ლიგა 1–ში გადასასვლელად.  

 

ლიდერმა თბილისის მერანმა 4:0 სძლია ცხინვალს, რომელსაც ბოლო დროს აერია სიტუაცია. ამ ზაფხულს ცხინვალში ბევრი რამ შეიცვლება. მერანი კი ჯერჯერობით ფავორიტია. ჰყავს გიორგი დათუნაიშვილი, გიორგი კახელიშვილი, დაჩი ფოფხაძე, რევაზ გეწაძე, რაფაელ ჩუკვურა, გიორგი ნიქაბაძე, ბექა გაბისკირია...

 

ბოლო დროს მოუკლო სამტრედიამ, რომელმაც შინ ვერ აჯობა ლანჩხუთის გურიას – 1:1. არადა, გურიაც სუსტადაა, ბოლო სამეულში.

 

გამოსარჩევია ქობულეთის შუქურას სტუმრად გამარჯვება გაგრასთან – 2:1. ომარ ბულუხაძემ დუბლი შეასრულა. სად შარშანდელი გაგრა და სად ახლანდელი... გუნდი შარშან გადასასვლელად იბრძოდა და საქართველოს თასის აღებამდეც ცოტა დააკლდა.

 

 და კიდევ, აუტსაიდერთა ზონაში ფოთის კოლხეთმა 2:0 სძლია ზუგდიდს. ზუგდიდი, კოლხეთი, გურია – დღევანდელი მდგომარეობით, ეს სამეული გამოკვეთილია.  ისე კი, წლევანდელი ლიგა 2, ადრეც დავწერეთ, აშკარად ჩამორჩება შარშანდელს. ბათუმის დინამო იყო, ვიტ ჯორჯია იყო, გაგრა ძლიერი იყო, მარტვილის მერანიც გარკვეულ პეწს სძენდა ლიგას, ახლა კი...  

 

ფული, ფული... ფინანსური რყევებია კლუბებში. ზაფხულში ბევრი რამ შეიცვლება. შემადგენლობები აშკარად გადასხვაფერდება. 

 

 

კოლხეთი – ზუგდიდი 2:0

გოლები: 1:0 ნ.კირკიტაძე (19), 2:0 დარციმელია (71)

 

სამტრედია – გურია 1:1

გოლები: 0:1 წილოსანი (5), 1:1 სამუშია (37)

 

მერანი – ცხინვალი 4:0

გოლები: 1:0 დათუნაიშვილი (29), 2:0 გეწაძე (60), 3:0 ნიქაბაძე (69), 4:0 კახელიშვილი (82 პენ)

 

გაგრა – შუქურა 1:2

გოლები: 1:0 ხოსიტაშვილი (33 პენ), 1:1 ბულუხაძე (43), 1:2 ბულუხაძე (58)

 

თელავი– შევარდენი 0:0




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.