ნედვედი ანიელის: ან ალეგრი, ან – მე

იუვენტუსიდან მასიმილიანო ალეგრის გაშვების ინიციატორი პაველ ნედვედი ყოფილა.

ამის შესახებ იტალიური პრესა წერს. გაირკვა, რომ იუვეს ჩეხ დირექტორს კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთვის უთქვამს – თუ ალეგრის დატოვებთ, მე წავალო.

 

ნედვედის გარდა, იუვეს სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩიც ალეგრის წინააღმდეგი ყოფილა, ხოლო ანიელი მაინც თავს იკავებდა. საბოლოოდ, ჩეხმა ულტიმატუმი წაუყენა: ან მე, ან ის.

 

შეგახსენებთ, ნედვედი იუვეს ერთ–ერთი ლიდერი გახლდათ. 2003 წელს ჩეხმა ოქროს ბურთი მოიგო. ალეგრისთან ურთიერთობა კი შარშან დაეძაბა სატრანსფერო პოლიტიკის გამო.

 

ვის დანიშნავენ ბებერი ქალბატონის მწვრთნელად, ჯერ უცნობია. სამი კანდიდატი გამოკვეთილია: მაურიციო სარი, მაურისიო პოჩეტინო და სიმონე ინძაგი.