ბითაძემ პრიზი ჩაიბარა [video]

ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავი

19 მაისს ვიტორიაში ევროლიგის ოთხთა ფინალის გადამწყვეტ მატჩში მოსკოვის ცსკა თურქულ ეფესს დაუპირისპირდება. 18 მაისს კი ევროლიგის გალა-დაჯილდოება გაიმართა. 

 

ევროლიგის სეზონის გამორჩეულთა დაჯილდოებაზე პრიზი მიიღო ევროლიგის სეზონის ამომავალმა ვარსკვლავმა გოგა ბითაძემ. შეგახსენებთ, რომ შარშან ეს პრიზი ლუკა დონჩიჩმა დაიმსახურა, წელს კი ევროლიგის მწვრთნელებმა ყველას გოგა არჩიეს. პრიზი ქართველმა კალათბურთელმა თავად დუშან ივკოვიჩისგან მიიღო. 

 

 

“ყველას დიდი მადლობა ამ პრიზისთვის. მინდა ყველა ახალგაზრდა კალათბურთელს ვუთხრა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მე არ ველოდი, რომ ამ პრიზის მფლობელი გავხდებოდი. ის კი არა, არც ევროლიგაში თამაშს ველოდი. არადა, ეს ყველაფერი მოხდა – ასე რომ, ყველაფერი მართლა შესაძლებელია”, – განაცხადა ბითაძემ. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.