იუვეს თავზე ფსონები დაიწყო

არის კიდევ ერთი ფარული ფავორიტი

იუვენტუსი ვინმე ხურდა გუნდი არ არის, რომ მისი მწვრთნელის საკითხი თუნდაც ერთი კვირით გამოეკიდოს ჰაერში. კლუბმა პარასკევს გამოაცხადა მასიმელიანო ალეგრისთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ და იმავე საღამოა იტალიურმა ტოტალიზატორებმა ახალი მწვრთნელის ვინაობის გამოცნობაზე ფსონების მიღება დაიწყეს.

 

ანტონიო კონტე - 2,5

 

 

ფანების ფავორიტია, დღემდე უყვართ ტურინში და თავის მხრივ, ელოდება ტოპ-კლუბში ბოძებულ შანსს. ჯერჯერობით ფავორიტია.

 

მაურიციო პოჩეტინო - 4,5

 

უმაგრესი ტოტენჰემის შემქმნელი, რომელმაც იცის, როგორ ააშენოს გუნდი ერთი ევროს დახარჯვის გარეშე. ანდრეა ანიელი სულაც არაა წინააღმდეგი, თუკი არგენტინელი დასტურს იტყვის.

 

 

 

მაურიციო სარი - 6,5

 

კონტეს შემდეგ კიდევ ერთი კანდიდატი, ვინც ჩელსი გამოიარა. არგუმენტები ნაკლებია და ამ სიაში კლუბიდან გამოჟონილი ინფორმაციით მოხვდა.

 

ჟოზე მოურინიო - 8,0

 

კიდევ ერთი ჩელსელი მთლად ფავორიტი არ არის, მაგრამ თუკი ევროპაში გრანდი უმწვრთნელოდ რჩება,  ჟოზეს აუცილებლად ახსენებენ.

 

არის კიდევ ერთი ფარული ფავორიტი, რომელსაც ანიელი დაუფიქრებლად გაუფორმებდა კონტრაქტს - დიდიე დეშამი თავისი ტურინული წარსულით აბსოლუტურად მისაღები ფიგურაა, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებს, ალბათ, ვერ შეელევა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.