საჩხერელებს სიონთან ხუთიანები უყვართ

ერთი, ორი, სამი - საჩხერის ჩიხურა მე-17 წუთისთვის უკვე სამბურთიანი სხვაობით უგებდა ბოლნისის სიონს, თანაც გასვლაზე. საბოლოოდ, სოსო ფრუიძის გუნდმა კიდევ ორი მიამატა და 5:0 იმარჯვა.

შეგახსენებთ, პირველ წრეშიც ზუსტად ეს ანგარიში დაფიქსირდა: მოკლედ, ჩიხურა საერთო ჯამში უკვე 10:0 უგებს სიონს.   

 

განსაკუთრებით ლამაზი იყო პირველი გოლი, რომელიც ბიძინა მახარობლიძემ გაიტანა. შორიდან ცხრიანში...  მერე კი მიჰყვა და მიჰყვა, სიონი უსუსურ მდგომარეობაში ჩავარდა.

 

14 ტურია გასული და სიონმა უკვე 6 თამაში მოიგო, რაც ამ გუნდისთვის ცუდი შედეგი არაა. თუმცა 30 გოლის გაშვება ნამეტანია. სიონის დაცვა ზოგადად საკმაოდ სუსტია და როცა დაცვა არეულია, ბუნებრივია, არც წინ გამოდის თამაში. აი, ჩიხურა კი მეოთხე ადგილზე გადავიდა. სეზონის წინ არაერთი კარგი ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ ფრუიძემ მაინც შეკრა გუნდი და შედეგიც აქვს.

 

სიონი - ჩიხურა 0:5

 

გოლები: 0:1 მახარობლიძე (7), 0:2 სარდალიშვილი (10), 0:3 ფანცულაია (17), 0:4 დეკანოიძე (29), 0:5 სარდალიშვილი (69)




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.