ნარინჯისფერების მაგარი თაობა

ჰოლანდია 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონია. ფინალში პატარა ნარინჯისფერებმა იტალიას 4:2 მოუგეს.

მთლიანობაში, მოგება დამაჯერებელი იყო: პირველი ტაიმის მერე ჰოლანდიას უკვე სამბურთიანი ჰანდიკაპი ჰქონდა.

 

სხვათა შორის, 17-წლამდელებში შარშანაც ჰოლანდია-იტალია იყო ფინალი და მაშინაც ნარინჯისფერებმა მოიგეს, ოღონდ, პენალტებში. მეოთხედ გაჩემპიონდნენ ამ ასაკში: 2011, 2012, 2018, 2019.

 

შვიდი წლის წინ კი... როგორ არ გაგვახსენდება, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი საქართველო გავიდა ნახევარფინალში და სწორედ ჰოლანდიასთან წააგო - 0:2. მაშინ დიდწილად რუმინელი მსაჯის, მარიუშ ავრამის არაობიექტურმა მსაჯობამ იმოქმედა.  

 

წლეულს ფინალური ეტაპი (16-გუნდიანი) ირლანდიაში გაიმართა. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ფრანგი ადილ უშიში - 9 გოლი გაიტანა, როცა მეორეზე გასულმა იტალიელმა ესპოზიტომ მხოლოდ 4 ბურთი მიითვალა. უშიში პსჟ-ის ასაკობრივ გუნდშია.

 

და კიდევ, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ჯერ არ დაუსახელებიათ, მაგრამ დიდი შანსია, ჰოლანდიელთა 10 ნომერი მოჰამედ ტააბუნი აღიარონ. ის ალკმაარის 19-წლამდელთა გუნდშია.

 

სხვათა შორის, ტააბუნს ორჯერ აქვს ნათამაშევი ვიტალი დარასელიას ტურნირზე - 2016 და 2017 წლებშიც. მაშინაც გამოირჩეოდა, ყველაზე ახალგაზრდა გახლდათ პირველ ტურნირზე, როცა ალკმაარი ჩემპიონიც კი გახდა.      

 

ჰოლანდია - იტალია 4:2

 

გოლები: 1:0 ჰანსენი (19), 2:0 ბანისი (37), 3:0 მაატსენი (45), 3:1 კოლომბო (56), 4:1 უნოვარი (70), 4:2 კოლომბო (88)




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.