მეორე ტაიმის მატჩი

ტორპედო ლიდერებს კიდევ უფრო მიუახლოვდა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ქუთაისის ტორპედო რუსთავს ესტუმრა და 4:2 დაამარცხა. პირველი ტაიმი შედარებით თანაბარი იყო და გოლი არ გასულა. აი მეორე ნახევარში კი გულშემატკივრებმა 6 გოლი იხილეს.

 

ანგარიში 47-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. რამდენიმე სვლიანი კომბინაციის შემდეგ, ბურთი ციცქიშვილს მიუვიდა, რომელმაც მშვენიერი დარტყმით აიღო კვასხვაძის კარი. 

 

ქუთათურებმა 9 წუთში გაათანაბრეს. მარცხენა ფლანგიდან ქავთარაძის გადაცემის შემდეგ, ზივზივაძემ 2 მცველი მოატყუა და მახვილი კუთხიდან ბურთი რუსთავის კარში შეაგდო. 

 

ჩხეტიანის შეგირდები ამის შემდეგ უფრო გააქტიურდნენ. 67-ე წუთზე გიგაურის ჩაწოდების შემდეგ, ჯაფიაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 

 

78-ე წუთზე რუსთავის კარში 11 მეტრიანი დაინიშნა. ბურთთან ზივზივაძე მივიდა, რომელსაც სიზუსტემ არ უმტყუვნა და დუბლი გაიფორმა. 

 

88-ე წუთზე თავი თენგიზ წიქარიძემაც გამოიჩინა. მეათე ნომერმა ბურთი საჯარიმოში მიიღო და მშვენიერი დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა. 

 

მატჩს წერტილი ციცქიშვილმა დაუსვა. წიქარიძის გოლიდან დაახლოებით ერთ წუთში, ჩოგაძის დარტყმული მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას რუსთაველთა ფორვარდმა აჯობა. 

 

რუსთავი 10 ქულით ბოლო ადგილზეა, ტორპედომ კი 26 ქულას მოუყარა თავი და მესამე პოზიციას იკავებს. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.