ჟირუ გრძელდება

ფრანგის ამბავი გადაწყვეტილია

ოლივიე ჟირუს ჩელსისთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. როგორც ბრიტანული პრესიდან შევიტყვეთ, ფრანგი ფორვარდი არისტოკრატებთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს და მათ ღირსებას 2020 წლის ივნისამდე დაიცავს.

 

ჟირუ ჩელსიში 2018 წლის იანვარში, არსენალიდან გადავიდა. ამ დრომდე მან სარის გუნდის მაისურით 62 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონით ვესტ ჰემი, მარსელი და ატლეტიკო არიან დაინტერესებულები.

 

ცნობისთვის, ფრანგი ფორვარდი ჩელსის ისტორიაში უკვე ჩაეწერა. იგი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც არისტოკრატთა მაისურით ერთ სეზონში ევროასპარეზზე 10 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალში ჩელსი არსენალს დაუპირისპირდება.