ქართული რაგბის მხარდამჭერებსა და “კლუბ 16“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

რაგბის ერთერთი ძირეული ფასეულობა, მეტოქე გუნდისა და მისი ქომაგის პატივისცემაა.  სწორედ ამიტომ არ არსებობს რაგბიში სექტორების გამოყოფა სხვადასხვა გუნდის გულშემატკივრებისთვის და  გვსმენია ბრიტანული ლეგენდა, რომლის თანახმად ნისლიან ალბიონზე ერთი პატარა ქალაქის სარაგბო კლუბის გულშემატკივრები წვიმაში ქოლგებს არ შლიან მეტოქის ქომაგს ხელი რომ არ შეუშალონ.

 

ჩვენი კლუბი საქართველოში  რაგბის გულშემატკივრებს აერთიანებს, მსგავს კლუბს ყველა სარაგბო ქვეყანაში წააწყდებით.  მათშორის რაგბი ევროპის გათამაშებაზე ჩვენს პრინციპულ მეტოქე რუმინეთშიც – “კლუბი 16”-ის სახელწოდებით.

 

ჩვენთვის სარაგბო ფასეულობების განვითარების გზაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი რაგბის გულშემატკივარი და გულშემატკივართა კლუბი.  ამიტომაც კლუბებს შორის კონტაქტის დამყარება და ურთიერთანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთი ურთერთობა დამყარდა ქართველ და რუმინელ გულშემატკივართა შორის.  გაფორმდა მემორანდუმი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ “ქართული რაგბის მხარდამჭერებსა” და “კლუბი 16 – რუმინეთის რაგბის გულშემატკივართა კლუბს“ შორის. იგი მოიცავს შემდეგ დებულებებს:

 

  • მასპინძელი ქვეყნის მხარდამჭერთა კლუბი დახმარებას გაუწევს სტუმარი ქვეყნის მხარდამჭერთა კლუბს და დაეხმარება მოგზაურობის დაგეგმვასა და ორგანიზებაში, როგორებიცაა თამაშის ბილეთების დაჯავშნა და რჩევები მოგზაურობასთან დაკავშირებით. მემორანდუმი საშუალებას იძლევა მომავალში მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვას, რაც ხელს შეუწყობს ორ სარაგბო ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
  • საერთაშორისო სარბიელზე რუმინეთისა და ქართული რაგბის იმიჯის მხარდაჭერა ამ სპორტის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლების მიერ.
  • ქვეყანაში გულშემატკივრობის წახალისების მიზნით ერთის მხრივ გულშემატკივართა, ხოლო მეორეს მხრივ რაგბის მხარდაჭერა მათი პოზიტიური სახის (ან როლის) წარმოჩენით.
  • თითოეული ხელმომწერი მხარის მიერ საქართველოსა და რუმინეთის საკლუბო გუნდებს შორის შეჯიბრებების შექმნის ლობირება სპორტის დონის ამაღლების მიზნით აღმოსავლეთ ევროპაში.
  • ანთიმოზ ივერიელის თასის ისტორიის და იმიჯის მხარდაჭერა, ეს შეჯიბრი იმართება ყოველწლიურად ამ ორი ქვეყნის რაგბის კავშირის მიერ.



ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.