დე ხეა უარზეა

ესპანელს ოლდ ტრაფორდზე ვერ აკავებენ 

კარგა ხანია, რაც დავიდ დე ხეას გარშემო დიდი ამბებია ატეხილი. გაისად ზაფხულში მას მანჩესტერთან კონტრაქტი ამოეწურება, გუნდის მესვეურებს კი ხელშეკრულების გახანგრძლივება სურთ, რაზეც თანხმობა ჯერ ვერ მიიღეს.

 

The Sun-ის ინფორმაციით, მანკუნიელებმა მას ხელფასის კვირაში 400 ათას გირვანქამდე გაზრდა და კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, თუმცა ესპანელისგან კვლავ უარი მიიღეს. ცნობილია, რომ მანჩესტერის პირველი ნომერი კვირაში დაახლოებით ნახევარ მილიონს ითხოვს.

 

აქვე უნდა ითქვას, რომ დიდი ხანია, რაც მისი გადაბირება პსჟ-ს სურს. ფრანგები ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რათა მიზანს მიაღწიონ. იმ შემთხვევაში თუ დე ხეა მანჩესტერს დატოვებს, დიდი ალბათობით სწორედ პსჟ-ს მაისურს მოირგებს.

 

28 წლის მეკარე მანჩესტერში 2011 წლის ზაფხულში მადრიდის ატლეტიკოდან გადავიდა. იგი თავიდან შეცდომებს ხშირად უშვებდა, თუმცა შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კიპერად ითვლება. ისიც სათქმელია, რომ ბოლო სეზონში დე ხეა მთლად დამაჯერებელი ვერ იყო და მისი ბრალეულობით მანჩესტერმა არაერთი გოლი გაუშვა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.