ნახევარფინალური სერიის დრამატული დასასრული!

ლიგის თასი ფუტზალში

ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის ფინალში თელასს TMC თბილისი დაუპირისპირდება!


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თსუ-სა და TMC თბილისს შორის მეოთხე ნახევარფინალური შეხვედრა გიმართა. დაძაბული და დრამატული მატჩი TMC-ის გამარჯვებით 4:3 დასრულდა. „მედიკოსებმა“ პირველ ტაიმში სამ ბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. გატანილი გოლები ვახტანგ კეკელიას, გიორგი თოლორდავასა და გიორგი ტიკურიშვილის ანგარიშზეა. თსუ-მ მთელი მეორე ნახევარი ხუთზე შეტევაში გაატარა, რასაც გიორგი ჭოხონელიძის, შაკო კაპანაძისა და შოთა ჭანუყვაძის გოლები მოჰყვა, ამ უკანასკნელმა მატჩის დასრულებამდე ოცი წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის დამატებით დროში გადასვლამდე ოთხი წამი იყო დარჩენილი, როცა მალხაზ მურცხვალაძემ უძლიერესი დარტყმით გადამწყვეტი გოლის გატანა მოახერხა და გუნდს ფინალის საგზური მოუპოვა.


თსუ-ს  10 მაისს გამართულ მესამე ნახევარფინალურ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო, საქართველლოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 5:0 წაგება ჩაეთვალა და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:1 გახდა. შესაბამისად, დღევანდელი შედეგით TMC-მ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ფუტსალის ლიგის ჩემპიონის სტატუსის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. 





დავით ბობოხიძე, თსუ: „ჩვენმა გუნდმა თავისი ნამდვილი თამაში მხოლოდ ნახევარფინალური შეხვედრების პირველ და ბოლო შეხვედრის მეორე ტაიმში აჩვენა. ძალიან დაძაბული მატჩი იყო - როგორც ველოდით. ანგარიში ბოლო წამებზე გავათანაბრეთ და მისი შენარჩუნება, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. ფუტსალია და მსგავსი რაღაცები ხდება, ვერც ერთ მოთამაშეს ვერ დაადანაშაულებ. წინ თასის ფინალი გვაქვს და ამისთვის მოვემზადებით. მოწინააღმდეგეს ვულოცავ  და ფინალში ორივე გუნდს წარმატებებს ვუსურვებ.“


ალექსანდრე ძაბირაძე, TMC თბილისი: „პირველ ტაიმში სიტუაციას ჩვენ ვაკონტროლებდით და ეს ანგარიშზეც  აისახა. შესვენებაზე გავაფრთხილე ბიჭები, რომ თსუ-ს ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს. ფუტსალში ორივე ტაიმი ერთნაირად მნიშვნელოვანია. მეორე ნახევარი ფაქტიურად ჩაგვივარდა. ბოლოს რაც მოხდა, ფუტსალისთვის დამახასიათებელი სანახაობა იყო - თამაშის ბედი რამდენიმე წამში გადაწყდა. ძალიან მიხარია, რომ გუნდმა ყველა სიძნელე გადალახა და ფინალში დამსახურებულად ვართ. თელასთან შეხვედრამდე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა ტრავმები მოიშუშონ. ოთხთამაშიანი ნახევარფინალი გამოგვივიდა და გუნდს ძალების აღდგენა სჭირდება. სასურველი შედეგის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ.“




ფუტსალის ლიგის ფინალური შეხვედრების სერია თელასსა და TMC თბილისს შორის სტარტს 6 ივნისიდან აიღებს. შეგახსენებთ, რომ საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლა სამ მოგებამდე გაგრძელდება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.