22 დანიელი ირლანდიისთვის და საქართველოსთვის

დანიის ნაკრების მწვრთნელმა ოგე ჰარეიდემ ის 22 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ივნისის ევროშესარჩევი მატჩებისთვის მოემზადებიან. 23–ე ფეხბურთელს კი 31 მაისს დაასახელებს.

დანია 7 ივნისს ირლანდიას ეთამაშება, 10–ში კი საქართველოს.  ორივე შეხვედრა კოპენჰაგენის ტელია პარკენზე გაიმართება.  საქართველო კი, შეგახსენებთ, 7 ივნისს გიბრალტარს უმასპინძლებს.

 

დანიელთა სიაში ორი დებიუტანტია: მეკარე ჰანსენი და ფორვარდი სკოვი.

 

სკანდინავიელებს ჯგუფში ერთი თამაში აქვთ ჩატარებული. შვეიცარიასთან სტუმრად 0:3 აგებდნენ და 3:3 დაასრულეს. საქართველომ კი ორი მატჩიდან ორივე წააგო...

 

მეკარეები: შმაიხელი (ლესტერი), რუნოუ (აინტრახტი), ჰანსენი (მიდტიულანდი);

 

მცველები: ბიელანდი (კოპენჰაგენი), კიაერი (სევილია), კრისტენსენი (ჩელსი), დალსგორი (ბრენტფორდი), ლარსენი (უდინეზე), მ.იორგენსენი (ჰადერსფილდი), ანკერსენი (კოპენჰაგენი);

 

ნახევარცველები: ერიქსენი (ტოტენჰემი), დურმისი (ლაციო), ვასი (ვალენსია), შიონე (აიაქსი), ლერაგერი (ჯენოა), დელანი (დორტმუნდი), ჰიობერგი (საუთჰემპტონი);

 

თავდამსხმელები: პოულსენი (ლაიპციგი), სკოვი (კოპენჰაგენი), ნ.იორგენსენი (ფეიენოორდი), ბრაითვაიტი (ლეგანესი), დოლბერგი (აიაქსი);