რობენი – რატომ წავედი რეალიდან

ჰოლანდიელმა არიენ რობენმა 10 წლის წინანდელი ამბავი გაიხსენა, როცა მადრიდის რეალიდან წასვლა მოუწია. ეს ამბავი კრიშტიანუ რონალდუს გუნდში მიყვანას დაუკავშირეს. აი, რას ჰყვება რობენი: 

„რეალის პრეზიდენტი შეიცვალა. მანამდე ყველაფერი კარგად იყო, კომფორტულად ვიყავი, მშვენივრად ვთამაშობდი, მაგრამ როცა ფეხბურთში პოლიტიკა ერევა და შანსი აღარ გეძლევა, მაშინ უნდა აირჩიო: ან უთანასწორო ბრძოლა უნდა გააგრძელო, ან სხვაგან უნდა წახვიდე.

 

...რონალდუ? არა, სხვა მიზეზი იყო. რეალის ბოსად ფლორენტინო პერესი დაბრუნდა, რამდენიმე ვარსკვლავი იყიდა, არანორმალური თანხა გადაიხადა. გვითხრეს, რომ გარკვეული თანხა ფეხბურთელების გაყიდვით უნდა დაფარულიყო. გული დამწყდა, რადგან მწვრთნელ მანუელ პელეგრინისთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მეტიც, კარიერაში საუკეთესო მოსამზადებელი პერიოდი სწორედ მაშინ გავიარე“.

 

რობენი ჩელსიდან გადავიდა რეალში – 34 მილიონ ევროდ.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.