ოძეკობა ოფიციალურად დაბრუნებულია!

ტოჩინოშინმა მეათე ბრძოლა მოიგო 

მისია შესრულებულია! ტოჩინოშინმა საწადელს მიაღწია და ოძეკის წოდება დაიბრუნა. ლევან გორგაძემ ზედიზედ 4 შეხვედრის წაგების და ტურნირის ლიდერ იაპონელ ასანოიამასთან წესების დაცვით მოგებული ბრძოლის გაუქმების მიუხედავად, ფსიქოლოგიური მზადყოფნა შეინარჩუნა და ნაცუ ბაშოს ბოლოსწინა, მე-14 დღეს მომზადებული შეხვდა.

 

დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე იოკოძუნა კაკურიუ გახლდათ. 161 კგ წონის მონღოლი მეტოქის ბალანსი მაისის ბაშოზე - 10:3-ზე გახლდათ, ჩვენებურს კი 9 გამარჯვება და 4 მარცხი ჰქონდა. 

 

ტოჩინოშინმა კაკურიუს ილეთის აღების შესაძლებლობა არ მისცა, მეტოქეს მარტივად დაუსხლტა, დოჰიოზე დააგდო და მეათე გამარჯვება იზეიმა. 

 

 

ტოჩინოშინის გამოსვლა დღის ბოლო ორთაბრძოლა იყო, მანამდე კი თავისი, რიგით მე-12 შეხვედრა ასანოიამამაც მოიგო და შედეგად, ქართველმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა, თუმცა მთავარი მიზანი შეასრულა და ოძეკობა დაიბრუნა.

 

შეგახსენებთ, ასანოიამასთან ბრძოლაში მომხდარი უსამართლო ფაქტის შემდეგ, კომპანია „ლიდერბეთმა“ ტოჩინოშინი გამარჯვებულად მიიჩნია და ყველა მომხმარებელს, რომელმაც ფსონი მის მოგებაზე განათავსა პოზიცია გამწვანებულად ჩაუთვალა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.