არსენალს მხითარიანი აღარ უნდა

სომეხ შემტევს გუნდის დატოვება მოუწევს

Sun-ის ინფორმაციით, ჰენრიკ მხითარიანს არსენალის დატოვება მოუწევს. საქმე იმაშია, რომ ბრიტანელები მისი თამაშით უკმაყოფილოები არიან და თვლიან, რომ სომეხი შემტევი პრემიერლიგაში ვეღარ მოუმატებს. ცნობისთვის, მეთოფეები მზად არიან მეშვიდე ნომერი 30 მილიონ გირვანქად გაყიდონ.

 

მხითარიანი არსენალში შარშან ზამთარში, მანჩესტერიდან 34 მილიონ გირვანქად გადავიდა. მასზე დიდი იმედები მყარდებოდა, თუმცა ფაქტია ვერ გაამართლა. ამ სეზონში მხითარიანმა 39 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

 

30 წლის ფეხბურთელმა კარიერა სომხურ პიუნიკში დაიწყო. შემდეგ იყო დონეცკის მეტალურგი, დონეცკის შახტარი, დორტმუნდის ბორუსია, მანჩესტერი და დღეს როგორც იცით არსენალის ღირსებას იცავს.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.