ზაზა ნადირაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია!

ქართველმა ნიჩბოსანმა პოლონეთში მიმდინარე ტურნირის 200-მეტრიანი დისტანცია მოიგო

 

23 მაისს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში, კანოეს მსოფლიო თასი დაიწყო. დღეს, 200-მეტრიან დისტანციაზე პირველი ეტაპის ფინალი გაიმართა, რომელშიც პირველი ადგილი ქართველმა ზაზა ნადირაძემ დაიკავა.

 

ქართველი სპორტსმენი ფინიშის ხაზთან 39. 191 წამში მივიდა და მსოფლიოს თასი მოიგო.

 

 

მეორე ადგილზე ყაზახი თიმურ ხადიროვი გავიდა, რომელიც ნადირაძეს წამის მეასედებით ჩამორჩა, ხოლო მესამე პოზიცია ბელარუს არსტემ კოზირს ერგო.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.