პსჟ-მ ტუხელს გაუხანგრძლივა

პსჟ-ს მესვეურებს გერმანელი არ ეთმობათ 

პსჟ-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობამ ტომას ტუხელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. წინა ხელშეკრულების თანახმად გერმანელს პარიზში 2020 წლის ზაფხულამდე უნდა ემუშავა, თუმცა განახლებული კონტრაქტით პსჟ-ს იგი 2021 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.

 

45 წლის მწვრთნელი ფრანგულ გუნდს შარშან ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. პსჟ-სთან ერთად მან საფრანგეთის სუპერთასი და ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ტუხელის გუნდი ტურნირს 1/8 ფინალიდან მანჩესტერთან წაგების შემდეგ გამოეთიშა.