ღამურების გადმოფრენა (+Video)

ვალენსიამ ესპანეთის თასი მოიგო. ისტორიაში მერვედ და 2008 წლის მერე, პირველად. დიახ, ღამურებს 11 წლის განმავლობაში ტიტული არ ჰქონდათ მოპოვებული. წლეულს კი კლუბი 100 წლის გახდა და დრო იყო...

მარსელინოს გუნდმა ფინალში 2:1 მოუგო ბარსელონას. პირველ ტაიმშივე შექმნა ჰანდიკაპი: ჯერ კევინ გამეირომ, მერე კი როდრიგომ გაუტანეს იესპერ სილესენს. ბარსა არეული იყო და მხოლოდ მეორე ტაიმში მოიპოვა სათამაშო უპირატესობა, ესეც დიდწილად ვალენსიელთა კაპიტნის, დანი პარეხოს ტრავმის მერე. პარეხო საჯარიმოს დარტყმისას ცუდად დაეცა, დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

 

ტიროდა კაპიტანი. იმ დროს სიმწრით ტიროდა, თამაშის მერე კი – სიხარულისგან.   

 

ლეო მესიმ თავისი მაინც გაიტანა და თამაში დაძაბა. დარჩენილ დროში ღამურები მაგრად იცავდნენ თავს და იდეალური მომენტი არც  შეაქმნევინეს კატალონიელებს. პირიქით, გონსალო გედეშმა კონტრშეტევებზე ისეთი გოლები ვერ გაიტანა... მთლიანობაში, ვალენსია ნამდვილად იმსახურებდა თასს. 

 

მოკლედ, ვალენსიამ საშინლად დაიწყო სეზონი, მაგრამ ახალი წლიდან მოყოლებული, სულ სხვა გუნდი გახდა. ლა ლიგის ოთხეულში გავიდა, ესპანეთის ტასი მოიგო და ევროპა ლიგის ნახევარფინალამდეც მივიდა.

 

ბარსელონას კი მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონობა შერჩა. ვერც ჩემპიონთა ლიგა, ვერც სამეფო თასი. ისე კი, სამეფო თასი ყველაზე მეტჯერ კატალონიელებს აქვთ მოგებული: 30–ჯერ. მეორეზე ბილბაოა 23 ტიტულით, მესამეზე – მადრიდის რეალი (19).      

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.