ვენგერს ვარსკვლავები ელოდებიან

ფრანგის მიმართ დიდი ინტერესია

უკვე ერთი წელია, რაც არსენ ვენგერი უგუნდოდაა. მას მერე, რაც ფრანგმა არსენალი დატოვა, მისი სახელი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ფაქტია მუსიე არსენი ისევ სამსახურის ძიებაშია.

 

Goal.com-ის ცნობით, 69 წლის სპეციალისტი შესაძლოა იაპონიის ჩემპიონატში ვიხილოთ. საქმე იმაშია, რომ გამოცდილ მწვრთნელს ვისელ კობე იწვევს. იაპონელები ვენგერს 2 წლიან კონტრაქტს და წელიწადში 4 მილიონ ევროს სთავაზობენ. შეგახსენებთ, რომ ვისელ კობეში დავიდ ვილია, ლუკაშ პოდოლსკი და ანდრეს ინიესტა თამაშობენ.

 

აქვე გეტყვით, რომ ვენგერისთვის იაპონური ფეხბურთი უცხო არაა. 1995-96 წლებში იგი ნაგოია გრამპუსს თავკაცობდა.