ველბეკი იტალიაში?

დიდი შანსია ინგლისელი ფორვარდი სერია ა-ში ვიხილოთ

დენი ვვლბეკით იტალიური გუნდია დაინტერესებული. The Sun-ის გვამცნობს, რომ ინგლისელის გადაბირება ლაციოს სურს. აღნიშნულ გამოცემაში ასევე წერია, რომ იტალიელები არსენალს უახლოეს დღეებში ოფიციალური წინადადებით მიმართავენ.

 

ველბეკს არსენალში თამაში იშვიათად უწევს და გუნდის დატოვება წესით მასაც უნდა სურდეს. სათქმელია, რომ ინგლისელი ფორვარდი ხშირად ტრავმიანობს. მეთოფეთა მაისურით ბოლო შეხვედრა მან 2018 წლის ნოემბერში, სპორტინგის წინააღმდეგ ჩაატარა.

 

28 წლის ფეხბურთელი არსენალში 2014 წლის ზაფხულში მანჩესტერიდან გადავიდა. თავიდან იგი ხშირად ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა შემდეგ მისმა სათამაშო დრომ იკლო. ამ სეზონში ველბეკმა 14 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.