ფინეთმა სლოვაკეთი კარგად დაცადა

2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატს შვეიცარია უმასპინძლებს

ყინულის ჰოკეიში, მსოფლიო ჩემპიონატი, ფინეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ფინელებმა მთელი ტურნირი აღმაფრენით ჩაატარეს და ჩემპიონობაც დამსახურებულად მოიპოვეს.

 

ისინი ჯგუფურ ეტაპზეც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და რაც მთავარია, ტურნირის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე - ფლეიოფებშიც ყველას აჯობეს. ფინეთის ნაკრებმა ჯერ შვედეთის, შემდეგ რუსეთის, ხოლო ფინალში კანადის გუნდი დაამარცხა.

 

ფინალური დაპირისპირება მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა და ფინელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ და მაშინაც ევროპელებმა იმავე ანგარიშით იმარჯვეს. 

 

ფინალში, კანადელებმა ანგარიში გახსნეს, თუმცა შემდეგ ზედიზედ სამი შაიბა გაუშვეს. საბოლოოდ ფინეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა. 

 

ნიშანდობლივია, რომ ფინელებმა პლანეტის საუკეთესო გუნდის წოდება 2011 წელსაც მოიპოვეს და მაშინაც ჩემპიონატი სლოვაკეთში გაიმართა.

 

2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს კი ჰოკეიში შვეიცარია უმასპინძლებს.