ლიონს ლეგენდა ჟუნინიო დაუბრუნდა

ფრანგულ ლიონში მაგარი ბრაზილიელები მივიდნენ... 

მთავარი მწვრთნელი გახდა სილვინიო, ხოლო სპორტული დირექტორი – კლუბის ლეგენდა ჟუნინიო პერნამბუკანო. სწორედ ის ჟუნინიო, შვიდჯერ ზედიზედ რომ გახდა ლიონში საფრანგეთის ჩემპიონი, საჯარიმოებს პენალტივით რომ ასრულებდა.

 

რაც შეეხება სილვინიოს, გემახსოვრებათ არსენალისა და ბარსელონას მარცხენა მცველი. ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სამჯერაც – ესპანეთის ლა ლიგა. ბარსადან წასვლის მერე, ექვსი თვე იყო მანჩესტერ სიტიში და კარიერაც დაასრულა.

 

სილვინიო ბოლოს ბრაზილიის 23–წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა, მანამდე იყო ასისტენტი კორინთიანსში, ინტერში, ბრაზილიის მთავარ ნაკრებში.

 

ლიონს რაც შეეხება, საფრანგეთში მესამე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. გუნდს ბრუნო ჟენესიო თავკაცობდა.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.