რეალმა რამოსის შემცვლელს მიაგნო

რეალის სატრანსფერო სიაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია

არაერთხელ ითქვა, რომ სერხიო რამოსმა შესაძლოა რეალი დატოვოს. ბლანკოსის კაპიტანს ფლორენტინო პერესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და დიდია იმის ალბათობა, რომ კაპიტანმა მალე ახალი გუნდის მაისური მოირგოს.  

 

აქედან გამომდინარე ესპანელებმა მისი შემცვლელის ძიება დაიწყეს. AS-ს ინფორმაციით, რამოსის წასვლის შემთხვევაში სამეფო გუნდის მესვეურები ლივერპულიდან ვირჯილ ვან დეიკის შეძენას შეეცდებიან. ჰოლანდიელი მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო მცველად ითვლება და რა გასაკვირია რომ მისდამი დიდი ინტერესია.

 

ვან დეიკი ლივერპულში 2018 წლის იანვარში საუთჰემპტონიდან გადავიდა. ამ სეზონში მეოთხე ნომერმა 49 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.