ზაზა ფაჩულია: წარმატებას ლიმიტი არ აქვს

ზაზა ფაჩულიამ გოგა ბითაძის NBA-ში შესაძლო მოხვედრის შესახებ ისაუბრა და მას რჩევები მისცა

სპორტის და განსაკუთრებით კალათბურთის ქართველი გულშემატკივარი 20 ივნისს მოუთმენლად ელის. ამ დღეს, NBA-ას დრაფტია დანიშნული, სადაც ჩვენებური გოგა ბითაძეც იქნება. ოკეანისგაღმელი თუ ევროპელი ჟურნალისტები ქართველ ცენტრს უცილობლად ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დარჩენას უწინასწარმეტყველებენ და დარწმუნებულნი არიან, რომ ბითაძეს რომელიმე გუნდი აიყვანს.

 

ვის, ვის და ზაზა ფაჩულიას ნამდვილად არ ესწავლება თუ რა არის NBA. ის მრავალი წელია  იქ თამაშობს, არაერთი გუნდი გამოიცვალა და ბოლო ჭანჭიკი არსად ყოფილა. მეტიც - ფაჩულიამ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში ოქროს ბეჭედი ზედიზედ ორჯერ მოიგო. 

 

ზაზა ფაჩულიამ გოგა ბითაძის NBA-ში შესაძლო მოხვედრის შესახებ ისაუბრა და მას რჩევები მისცა:

 

„რამდენიმე წელია გოგას თამაშს თვალს ვადევნებ. უპირველესად ის ფაქტი მახარებს, რომ მას ყოველწლიურად პროგრესი აქვს. მან ბევრი იშრომა და ივარჯიშა, თავის თავს მისცა NBA-ში თამაშის შანსი, რაც ძალიან მაგარი მომენტია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს ზღვაში წვეთია, წარმატებას ლიმიტი არ აქვს, რაც მინდა გოგამ და ყველა ახალგაზრდამ გაითვალისწინოს.

 

კარგად ვიცი სად მიდის გოგა, ამ ყველაფრის შემდეგ ყველა გამოწვევები და სირთულეები დაიწყება. ყოველთვის ვამბობ, რომ მოხვედრაზე უფრო რთული ადგილის შენარჩუნებაა. რაც მეტი მოთამაშე გვეყოლება NBA-ში მით უკეთესია. ყველაფერი მარკეტინგი და ბიზნესია, NBA-ში ასეა. ქართველებს გვერდში დგომა და გულშემატკივრობა არ გვეშლება'' - ამბობს საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი.





ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.