ბარსელონამ ბელგიელ კატალონიელს გახედა

რა ბედი ელის ვალვერდეს?

ესპანეთში საფეხბურთო სეზონი დასრულდა. ლა-ლიგის ჩემპიონი აგერ უკვე მერამდენედ ბარსელონა გახდა, ხოლო თასის ფინალში ვალენსიასთან დამარცხდნენ. მანამდე კი იყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი და კრახი ლივერპულთან. სწორედ, ენფილდზე წაგებული 0:4-ის შემდეგ შეუდგა წყალი კატალონიური გრანდის მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს.

 

ჯერჯერობით, ბასკი სპეციალისტის ბედი ბარსელონაში ბოლომდე გარკვეული არ არის. ვალვერდე კლუბის ხელმძღვანელობას უნდა შეხვდეს, თუმცა დიდია ალბათობა, რომ მას კარისკენ მიუთითონ.

 

ამასობაში, ესპანური მედია აქტიურად წერს, რომ ვალვერდეს ბელგიის ნაკრების მწვრთნელი  რობერტო მარტინესი ჩაანაცვლებს, რომელიც  მზად არის საქმიანობას შეუდგეს. მარტინესი კატალონიელია. ის  ქალაქ  ბალაგერში დაიბადა.

 

შეგახსენებთ, რობერტო მარტინესმა, 2018 წლის მუნდიალზე ბელგიის ნაკრები მესამე ადგილზე გაიყვანა. რაც შეეხება ერნესტო ვალვერდეს, ის ბარსელონას მწვრთნელად ორი წელია მუშაობს და გუნდთან  ერთად ესპანეთი ჩემპიონატი (2-ჯერ), სამეფო თასი და სუპერთასი მოიგო.