პერესი: რონალდუ რეალის საუკეთესო შენაძენია

კრიშტიანუს ახალი გამოწვევები სურდა და იუვენტუსში გადასვლაში ხელი არ შევუშალე

მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ესპანელმა მისი გუნდის ყოფილი ფორვარდისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ იგი საუკეთესოა მათ შორის, ვინც რეალს შეუძენია.

 

„რონალდუს შეცვლა ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ საკმარისად გვყავს ფეხბურთელები იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ. კრიშტიანუს ახალი გამოწვევები სურდა და იუვენტუსში გადაბარგებაში ხელი არ შევუშალე. იგი ნამდვილი პროფესიონალი და ყველასთვის მისაბაძი ფეხბურთელია. ის საუკეთესოა მათ შორის, ვინც რეალს შეუძენია,“-განაცხადა პერესმა.

 

რონალდუ რეალში 2009 წლის ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედიდან გადავიდა. ბლანკოსთან ერთად მან უამრავი ტიტული მოიგო და გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 34 წლის ფეხბურთელმა სამეფო გუნდის მაისურა 438 მატჩში მოირგო 451 გოლი გაიტანა.