ლივერპული ფინალს დანაკლისით შეხვდება

მერსისაიდელებს ნახევარდაცვაში პრობლემები აქვთ

ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრა ახლოვდება. ტოტენჰემთან დაპირისპირებამდე, ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე გააჟღერა, რომ მადრიდში მერსისაიდელებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ნაბი კეიტა დააკლდებათ.

 

ნაბის თამაშის შანსი არ აქვს“,-თქვა გერმანელმა სპეციალისტმა. 

 

თუმცა, აფრიკელი ნახევარმცველი გვინეის ნაკრებს აფრიკის ერთა თასზე დაეხმარება.

 

სამაგიეროდ, ლივერპულის ბანაკში კარგი სიახლეცაა. პირველ ივნისს გუნდის მთავარი თავდამსხმელი რობერტო ფირმინო სრულ მზადყოფნაში იქნება.

 

„ბობიმ სრული დატვირთვით ივარჯიშა და ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა. ხვალ ის მთავარ გუნდთან კიდევ ერთხელ ივარჯიშებს, დარწმუნებული ვარ ის კარგ ფორმაში იქნება“.-თქვა კლოპმა

 

ლივერპულისა და ტოტენჰემის ფინალური შეხვედრა 1 ივნისს, მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანოზე გაიმართება.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.