დედა, დედოფალი, ჩემპიონი, ქალღმერთი

სერენას საინტერესო ჩაცმულობა როლან გაროსზე

 

დიდი სლემის 23-გზის გამარჯვებული, ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი საფრანგეთის ღია პირველობის გახსნით შეხვედრაში რუს ვიტალია დიაჩენკოსთან სათამაშოდ საინტერესო სამოსით გავიდა.

 

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა როლან გაროსის კორტი იმ მოსაცმელით დაიკავა, რომელზეც ფრანგულ ენაზე შემდეგი სიტყვები: დედა, დედოფალი, ჩემპიონი და ქალღმერთი ეწერა.

 

2017 წლის ოქტომბერში, მშობიარობის შემდეგ, შარშან ზამთარში უილიამსი კორტზე დაბრუნდა და უიმბლდონისა და აშშ-ს ღია პირველობის ფინალებში ითამაშა.

 

 

სერენამ რუსი მოწინააღმდეგე სამ სეტში (2:6, 6:1, 6:0 ) დაამარცხა და მეორე წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იაპონელ კურუმი ნარასა და სლოვენიელ დალია იაკუპოვიჩის წყვილში გამარჯვებული იქნება.

 

პარიზში მიმდინარე ტურნირის მოქმედი გამარჯვებული რუმინელი სიმონა ჰელეპია, რომელმაც წინა წელს სლოენ  სტივენსი დაამარცხა.

 

სერენა უილიამსმა საფრანგეთის პირველობა სამჯერ მოიგო, ერთხელ კი (2016 წელს) ესპანელ მუგურუსასთან ფინალში დამარცხდა. 

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.