ბართომეუმ გადაწყვიტა: ვინ გაწვრთნის ბარსას შემდეგ სეზონში?

ვალვერდე მოგზაურობიდან მოაბრუნეს 

ბარსელონაში ერნესტო ვალვერდეს გაშვება გადაიფიქრეს. კატალონიურ კლუბში მთავარი მწვრთნელის შემცვლელს აღარ ეძებენ.

 

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბლაუგრანას პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ ჯერ ლიონელ მესის ცალკე ესაუბრა, შემდეგ კი აღმასრულებელი საბჭოს სხდომაც მოიწვია. 29 მაისს გასამართ შეხვედრაზე ბარსას ხელმძღვანელებმა ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგაში და ვალენსიასთან კოპა დელ რეიზე განცდილ მარცხზე უნდა ისაუბრონ. რაც შეეხება გუნდის მესაჭის საკითხს, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება თავად ბარსას მესვეურებს არ სურთ, თუმცა როგორც ESPN-მა დაადგინა, ესპანელი სპეციალისტი გუნდში რჩება.

 

ვალვერდემ სეზონის დასრულებისთანავე ესპანეთი დატოვა, მობილური ტელეფონი გამორთო და სამოგზაუროდ წავიდა, მაგრამ ბარსელონადან მის ცოლს დაუკავშირდნენ და აცნობეს რომ 55 წლის თავკაცი თანამდებობას შემდეგ სეზონშიც შეინარჩუნებს. გუნდის დატოვება არც თავად ბილბაოს, ვალენსიას, ვილიარეალისა და ოლიმპიაკოსის ყოფილ მწვრთნელს სურს. მას კონტრაქტი წელს ზამთარში, 2 წლით გაუხანგრძლივეს.

 

ვალვერდემ ბარსელონაში გატარებულ 2 სეზონში ორჯერ ლა ლიგა, თითო-თითო კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.