რეალში რაული დააწინაურეს

კვლავ რეალის სამსახურში

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, რაული მომავალი სეზონიდან რეალში კასტილიას გაწვრთნის. ამის შესახებ AS-დან შევიტყვეთ. გუნდს აქამდე მანოლო დიასი ხელმძღვანელობდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მთავარ გუნდში დააწინაურეს, სადაც სანტიაგო სოლარის ასისტენტი იყო.

 

რაც შეეხება რაულს, იგი რეალისთვის კარგად ნაცნობი კაცია. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კარიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ სამეფო გუნდში გაატარა და კლუბის ლეგენდად ითვლება. მადრიდული გუნდის ღირსებას რაული 1994-2010 წლებში იცავდა. შეგახსენებთ, რომ ბოლოს იგი რეალის 17 წლამდე გუნდის მწვრთნელი იყო.