პროგნოზი: ბეტისი-ოლიმპიაკოსი

ბეტისი-ოლიმპიაკოსი

 

დრო: 29 ნოემბერი, ხუთშაბათი, 21:55

 

მსაჯი: სერგეი კასარაევი (რუსეთი, 39)

 

ბეტისი მოპოვებული 8 ქულით F ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. მათ დღევანდელ მატჩში გამარჯვება ამ პოზიციას შეუნარჩუნებთ და შემდეგი ეტაპის საგზურს მოუტანს. 

 

ესპანური კლუბი მიმდინარე სეზონში კარგი თავდაცვითი პოტენციალით გამოირჩევა, მათ ევროპის ლიგაში ოთხ მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაუშვეს.

 

ყველა ტურნირზე გამართულ ბოლო ხუთ მატჩში, გუნდმა ორი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა. ბოლოს ბეტისი ვილიარეალთან ოთხი დღის წინ დამარცხდა (1:2).

 

ანდალუსიელთა ბოლო 5 მატჩიდან სამში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

ესპანელებს სახლში კარგი შედეგი აქვთ, მათ ბოლო 6 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგეს. 

 

ბერძნები ევროპის ლიგაში 7 ქულას ფლობენ და მეორე ადგილს მილანთან ინაწილებენ. მათ ასევე კარგი შანსი აქვთ, რომ პლეიოფში გავიდნენ. ამისთვის ოლიმპიაკოსმა ბეტისს უნდა მოუგოს და მილანის წაგებას უგულშემატკივროს.

 

პირაუსული კლუბი გატანილი გოლების მაჩვენებლით ჯგუფში საუკეთესოა, მათ ანგარიშზე 8 ბურთია, მაშინ, როდესაც საკუთარ კარში 4 აქვთ მიღებული.

 

ოლიმპიაკოსს ევროპის ლიგაში ორმატჩიანი მოგებათა სერია აქვს, ამ ტურნირზე ბერძნების ბოლო 4 მატჩიდან ორში მინიმუმ 3 გოლი გავიდა. ყველა ტურნირის ჯამში, საბერძნეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, საიდანაც 6 მოიგო. 

 

ოლიმპიაკოსის ბოლო სამ მატჩში გოლის გატანა ორივე გუნდმა შეძლო.

 

ურთიერთშეხვედრები

 

გუნდები ერთმანეთს ერთდერთხელ, მიმდინარე გათამაშებაში შეხვდნენ და ის მატჩი უგოლოდ დასრულდა.

 

პროგნოზი:

 

ბეტისი ამ სეზონში ევროპის ლიგაში დაუმარცხებელია. შესანიშნავი გულშემატკივრების ფონზე და საკუთარი მოედნის ფაქტორის გათვალისწინებით, ესპანელები ამ მატჩის პოტენციურ გამარჯვებულად მოიაზრებიან. მათ ყველა ტურნირზე ასევე 2 მატჩია არ წაუგიათ. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ბეტისი ამ მატჩს მოიგებს.

 

ბეტისი ამ სეზონში დაცვაში კარგად გამოიყურება, თუმცა ყველა ტურნირის ჯამში ბოლო 3 მატჩში მათ 5 გოლი გაუშვეს. გოლის გატანის რესურსი ოლიმპიაკოსსაც აქვს, რომელიც სტუმრად ოთხმატჩიან მოგებათა სერიას ფლობს, ამ მატჩებში კი ოლიმპიაკოსმა 7 გოლი გაიტანა. 

 

ბეტისი მოიგებს @ 1.60 

 

ორივე გუნდი გაიტანს გოლს @ 2.10