ბარსელონა ნეიმარის დაბრუნებას შეეცდება

ბლაუგრანა მზადაა მიზნის მისაღწევად პსჟ-ს ორიდან ერთი შემტევი დაუთმოს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ბარსელონა პსჟ-დან ნეიმარის დაბრუნებას შეეცდება. ესპანელები მზად არიან სოლიდურ თანხასთან ერთად ფრანგებს უსმან დემბელე ან ფელიპე კოუტინიო დაუთმონ. ამის შესახებ Daily Record-ი იუწყება.

 

ნეიმარი პსჟ-ში სწორედ ბარსელონადან 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. სათქმელია, რომ ფეხბურთელი ხშირად ტრავმიანობს და გუნდისთვის ისეთი სარგებელი ვერ მოაქვს, როგორც ამას თავიდან ელოდნენ. ამ სეზონში მეათე ნომერმა ფრანგთა მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.