უეფა: კოსოვოში არ ჩახვალ და წააგებ

ბაქოში, ევროპა ლიგის ფინალამდე, უეფას აღმასკომის სხდომა გაიმართა.  რამდენიმე საკითხზე  ისაუბრეს, მათ შორის, კოსოვოზე. როგორც იცით, კოსოვო ერთა ლიგაზე თამაშობს და მეტიც, ოთხეულშიც გასულია.

გაისად მარტში ნახევარფინალებია: საქართველო–ბელარუსი, მაკედონია–კოსოვო.

 

ასე რომ, არის შანსი, ფინალში სწორედ საქართველო და კოსოვო გავიდნენ.  

 

საქართველო იმ 15 ევროპულ ქვეყანას შორისაა, რომლებიც კოსოვის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ. ბევრი ნაკრები უარობს იქ ჩასვლასა და თამაშს, მაგრამ უეფამ გადაწყვიტა: ნაკრები, რომელიც კოსოვოში თამაშზე უარს იტყვის, წაგება ჩაეთვლება. გამონაკლისები არიან სერბეთი და ბოსნია, თუმცა ისინი ისედაც დაშორებულები არიან ხოლმე წილისყრის დროს.

 

კიდევ, უეფამ დაადასტურა: თუ რომელიმე ქვეყანას კოსოვოს ნაკრების მასპინძლობა არ სურს, შეუძლია ნეიტრალურ მოედანზე ჩაატაროს თამაში.  

 

შეგახსენებთ, გუშინვე, ბაქოში უნდა გადაწყვეტილიყო, თუ სად გაიმართებოდა ევროპა ლიგის ფინალი 2021 წელს. კანდიდატი ორია: თბილისის დინამო არენა და სევილიის სანჩეეს პისხუანი. გადაიდო. უეფა მასპინძელს სექტემბერში დაასახელებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.