მილანი ხუთეულიდან არჩევს

ვინ ჩაიბარებს მილანს? 

როსონერი ჯენარო გატუზოს შემცვლელს არჩევს. Tuttosport–ის ინფორმაციით, სიაში ხუთი მწვრთნელია: სერჟიო კონსეისაუ (პორტუ), მარკო ჯამპაოლო (სამპდორია), სიმონე ინძაგი (ლაციო), რობერტო დე ძერბი (სასუოლო), ეუსებიო დი ფრანჩესკო (რომას ყოფილი მწვრთნელი, ამჟამად უმუშევარი). პრესა იმასაც წერს, რომ ფავორიტი სიმონე ინძაგია. 

 

შეგახსენებთ, მილანი სერია A-ში მეხუტე ადგილზე გავიდა და ისევ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა.