ობამამ დაასკვნა

 რატომ ვერ აღწევს მესი წარმატებას ნაკრებში?

ამ დღეებში, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვიზიტით კოლუმბიაში იმყოფებოდა, სადაც ბიზნეს-მარკეტინგის კონფერენციას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდა და მოულოდნელად მან არგენტინის ნაკრებისა და ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

 

ობამამ ახსნა თუ რატომ ვერ აღწევს წარმატებას მესი ნაკრებში.

 

„ის ადამიანებიც კი რომლებსაც ჩვენ გენიოსებად ვთვლით, მუშაობენ სხვა ადამიანებთან ერთად, რომ მათი სტილი შესაბამისად დახვეწონ და გამოავლინონ. არგენტინის ნაკრებს ჰყავს შესანიშნავი მესი, მაგრამ მათ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ.

 

ახალგაზრდებისთვის ჩემი რჩევა ასეთია - ძალიან ცოტა ადამიანი ახერხებს სრულიად მარტო დიდების მოხვეჭას“.

 

ობამას სიტყვით გამოსვლის პარალელურად ლეო მესი ბუენოს აირესში ჩაფრინდა და კოპა ამერიკისთვის მოსამზადებელ პროცესში ეორვნულ ნაკრებს შეუერთდა. 2017 წელს თეთრი სახლის დატოვების შემდეგაც კი, ბარაკ ობამა ლეო მესის მიმართ აღტაცებას მუდამ გამოხატავდა.

 

აშშ-ს ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი შვილებიც მესის დიდი თაყვანისმცემლები არიან.